logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა
- +

5 მაისი. 2016. 17:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.


საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი და ხაზი გაესვა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოთქვა იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩაივლის.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner