logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: მზად იყო სისხლისღვრისთვის და კბილებს ილესავდა, მაგრამ...
- +

18 ივნისი. 2018. 22:32

 

 

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი „ალიასთან” ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.

 

„2 ოქტომბრის ღამეს, ჩვენმა ჩიორამ რომ გამოაცხადა, არჩევნები მოვიგეთო და 3 ოქტომბერი თენდებოდა, ჩემი განცდით, განხორციელდა ზარი არა მარტო ობამას ადმინისტრაციიდან, არამედ მაკკეინიდანაც სააკაშვილთან და მან უთხრა, რომ წააგე და წადი ღირსეულად, დარჩი ოპოზიციაში და მე ყველანაირად შევეცდები, მერე არჩევნებში ხელი შეგიწყოო. ოღონდ ახლა შენ რომ გამოაცხადო, მოვიგე, მაინც მოგიწევს წასვლა, რადგან ძალა აღმართს ხნავს და წახვალ როგორც ტირანი, ამიტომ თვითონ ლობისტებმა ურჩიეს, გაჩერდიო.

 

რა თქმა უნდა, მზად იყო სისხლისღვრისთვის და კბილებს ილესავდა, ძალაუფლების მეტი მაგ კაცს ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში – საქართველო იქნება, უკრაინა თუ ზიმბაბვე. ეს კაცი ძალაუფლებას ისე არ დათმობდა, თუ ძალიან ნათელ გზავნილს არ გამოუგზავნიდნენ, რომ დააყენე, თორემ მაინც წახვალ და ცუდად დაამთავრებო. მან გააკეთა არჩევანი და ლამაზად წასვლა არჩია, გამოაცხადა, წავაგეო.

 

იმ  მომენტში ქვეყნისთვის ეს იყო კარგი გამოსავალი, ჩვენ ვნახეთ ცუდი გამოსავალი – ზვიად გამსახურდიას გადატრიალება, ქვეყანა დაიშალა, აფხაზეთი, სამაჩაბლო დავკარგეთ, იყო სამოქალაქო ომი და ამ ყველაფერს სჯობდა კოჰაბიტაცია, რომელიც სიტყვა სიტყვით თანაარსებობას ნიშნავს და არა გარიგებას. ფორმალური კოაბიტაცია კი დამთავრდა მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და სააკაშვილს ვადა გაუვიდა”, – აცხადებს დავითაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner