logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, დავანახოთ ხალხს, რა არის გაკეთებული!
- +

6 მაისი. 2016. 16:19


პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ალიასთან" სოციალური დახმარების პროგრამაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ეს დახმარება ეძლევა მას, ვინც ნამდვილად საჭიროებს.



„ჩვენ მართლაც გვაქვს პიარის პრობლემა, საქმე კეთდება და ხალხი ვერ ხედავს ამას. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ადრე როგორ იყო, ძალიან კარგად მახსოვს, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" თავის მხარდამჭერებს ურიგებდა და არა გაჭირვებულ ადამიანებს. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური სქემა, ინდექსი, რომლის მიხედვითაც ვეხმარებით არა იმას, სასახლე რომ აქვს ვიღაცას და მშიერი კვდება, არამედ იმას, ვისაც შემოსავალი არ აქვს. თუ სადღაც რაიმე დარღვევაა, ბუნებრივია, უნდა გასწორდეს ეს და ვასწორებთ კიდეც. ნებისმიერი რეფორმა კორექტირებას საჭიროებს და აი, ამ გზაზე ჩვენ ნამდვილად ვდგავართ", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.


ნიშნიანიძე იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე დრო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.


„გაჭირვებულ მოსახლეობას ამ ქვეყანაში როგორ გამოვლევთ? ასეთი მემკვიდრეობა გვერგო, ხომ არ დაგვავიწყდა? ამიტომაც გაჭირვებულები, რა თქმა უნდა, არიან, ჩვენ არ უარვყოფთ ამას, მაგრამ იმ გაჭირვებულებისთვის არის სწორედ ის პროექტები, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. იმ გაჭირვებული მშობლების შვილებისთვის არ არის განათლება ხელმისაწვდომი? გაჭირვებულთათვის არ არის, წიგნებს რომ ვარიგებთ და სასკოლო ავტობუსებით გადაგვყავს-გადმოგვყავს მოსწავლეები? ის, რომ მშობიარობა უფასოა, ეს გაჭირვებულთათვის არ არის? რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჯერ კიდევ არის დრო, არჩევნებამდე დავანახოთ ხალხს გაკეთებული, თუმცა გასაკეთებელიც რომ არის და სწორ გზაზე რომ ვდგავართ, ესეც უნდა დაინახოს ხალხმა", - ამბობს ნიშნიანიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner