დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიის წინ „ორერას“ სოლისტის გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნამდე, მუსიკოსისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი, დღეს კი ანსამბლის ხელმძღვანელია. ის ანსამბლ „ორერაში“ 1964 წელს „რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასზე და საყვირზე. ანსამბლის ბიოგრაფია 1958 წელს იწყება, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება.