logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა!
- +

8 მაისი. 2016. 11:07


რამდენად კანონის დაცვით მოხდა ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი მიწის ადგილმონაცვლეობა - ამ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი აზრით, საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა.



ნარმანიამ ეთერში რუკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.



„20 მლნ ლარზე მეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს დახარჯული იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არის. ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემული 4 ჰექტარი ტერიტორია გამწვანებულია და საცდელი და კვლევითი მიზნით სხვადასხვა ხეხილია იქ დარგული. სანაცვლოდ ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კი კლდოვანი და მეჩხერია",- განაცხადა ნარმანიამ.



მისივე თქმით, კომპანია „ფინსერვის" კი საკუთრებაში უკვე ჰქონდა 10 ჰექტარი მიწის ფართობი და მის მომიჯნავედ ტერიტორიის გადაცემა მოხდა, რაც „ფინსერვისს" აწყობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner