logo_geo
eng_logo
მიხა სააკაშვილი: აისერიო, მისერიო, მისერ!!!
- +

3 აგვისტო. 2018. 20:54

 

ბატონმა მიხა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეიყო ცხვირში თითი, საულვაშეზეც გაისვ-გამოისვა ვიოლინოს ჯოხივით, შეირჭო ყურში აპარატი, დაჯდა "რუსთავორში" და დაიწყო თავისი ხორკლიანი დარდების მოყოლა.

 

დარდი #1

 

"ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ამოცანა, ქვეყნის განადგურეის შეჩერებაა. ჩვენ ვკარგავთ საქართველოს, ჩვენ ვკარგავ ახლა ჩვენ სამშობლოს. გული მიკვდება, რომ ვუყურებ იმას, რაც თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად რუდუნებით ვაშენეთ წლების განმავლობაში, რითაც ვამაყობდით მთელ მსოფლიოში, რითიც გვიცნობდა ყველა, ამ ურჩხულმა ჩამოშალა, ურტყა, ურტყა ურო და ბოლოს ჩამოშლის პირას  მიიყვანა".

 

დარდი #2

 

“სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად სრულიად დაულაგებელი ადამიანია, როგორ პიროვნულად, ჩვეულებრივი საქართველოს მოღალატეა. იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი. შეგახსენებთ, ეს არის ისტორია, როდესაც რუსები ცდილობდნენ მწყობრიდან გამოეყვანათ ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა, ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. მაშინ ეს მთელმა მსოფლიომ დააფიქსირა და აღიარა, ერთადერთი ვინც ყვიროდა, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავი შეგვეცოდებინა უცხოელებისთვის, იყო სალომე ზურაბიშვილი. ის თანმიმდევრულად ადანაშაულებდა საქართველოს ომში, რაც ყველა საზღვრებს სცდება".

 

დარდი #3

 

„გრიგოლ ვაშაძე არის ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება. ეს არ არის არც ჩემი მარიონეტი, არც ჩემი ვასალი, უფრო მეტიც, როცა ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჯერ ერთი, პრაქტიკულად არასდროს მეკითხებოდა, რას გააკეთებდა და ყველაფერს როგორც წესი აკეთებდა სწორად. ჩვენი სამიზნე არ არის რომელიმე სხვა ჯგუფი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობს ივანიშვილის კანდიდატს შორის და ჩვენი, გრიგოლ ვაშაძეს შორის, ახალი გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" კანდიდატს შორის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სხვა კანდიდატებს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, პრაქტიკულად, ამ არჩევნებში შანსი არ აქვთ. ყველამ კარგად იცის, რომ  გამარჯვების-დამარცხების შანსები ივანშვილის აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. ეს არის მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და არავინ სხვა. მეორე - იმ კანდიდატს, რომელიც დაეფუძნება ფართო გაერთიანებას, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და არავი სხვა. ივანიშვილს ეშინია მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის და არავისი სხვისი. ივანიშვილს ეშინია ვაშაძის, ჩემი და დიდი გაერთიანების".

 

დარდი #4

 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის მომავალი საქართველოს პრეზიდენტი. გრიგოლ ვაშაძეს ალტერნატივა არ ყავს. როგორც კი ის შევა პრეზიდენტის სასახლეში, ის შეძლებს მთები გადაატრიალოს და შეცვალოს ყველაფერი. ქართველი ხალხი მას აირჩევს, ვინაიდან ქართველი ხალხი მას აირჩევს, ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს და იმ წამიდან, როცა ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე არის დამთავრებული. აი, როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი  რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ასევე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად, ეგრევე მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, ჭაობი უცებ დაშრება და საქართველო შეაჩერებეს ნგრევას".

 

დარდი #5

 

"საბანკო მონოპოლია, საქართველოს ბანკების აქტივები გაზრდილია მინიმუმ 8-ჯერ, ხოლო ივანიშვილის აქტივები გაზრდილია 4-ჯერ. მეც ხომ ქვეყანაში არ მიშვებს და მთელ მსოფლიოში დავდივარ უპრობლემოდ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელსაც ოლიგარქები მართავენ. ამას არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ჩაესვლება, იმის გამო, რომ შეიძლება გასკვანჩონ და ამიტომ ბოლომდე წოვს სისხლს ქართველ ხალხს".

 

დარდი #6

 

„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით - ერთი, რომ შევიდა სასახლეში და არ გააყიდინა ივანიშვილს და მეორე - მე რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი. მარგველაშვილი ისე წავა თანამდებობიდან, რომ მას არ ეყოფა გამბედაობა, მოქალაქეობა დამიბრუნოს".

 

გიორგი მარგველაშვილის პასუხი #6-ე დარდზე:

 

„ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე".

 

***

 

რედაქტორის მინაწერი: ალბათ, მიხვდით, ბატონ მიხას დარდები გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი რომანის ("ადამიანთა სევდა") მიხედვით დავალაგეთ. ნაწარმოების ქარგა ასეთია: დადის გამიხარდია და აგროვებს დარდებს. ჩოხელ ვაჟ გოგისთან მივა და ეკითხება:

 

- რა გადარდებს?

 

- ისევ ისა.

 

- ისა?

 

- ჰო, ისა.

 

- მაინც ჩავწეროთ..

 

- წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს.

 

- მეტი არაფერი?

 

- თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? - იკითხა ტატიამ.

 

- ჰო, ეგაც მადარდებს.

 

_ მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, - თქვა ტატიამ.

 

- მეტი რაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ.

 

- მეტი არაფერი, - უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ.

 

- რა? ეგ რა არის?

 

- დარდია.

 

- ვისი დარდია?

 

- წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი.

 

- რა დარდია ეგეთი?

 

- ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ.

 

- ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის.

 

- კი, ჩვენი დარდიც ეგ არის.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner