logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიის წევრი აღარ არის
- +

10 მაისი. 2016. 15:41


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნისირაკლი კობახიძის განცხადებით, არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიის წევრი აღარ არის.



არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია წავიდა პარტიიდან. ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაკეთდა. მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პოლიტსაბჭო და აქედან გამომდინარე, მის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.
მას ინფორმაციები არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიდის პარტიაში. აქედან გამომდინარე, მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით. არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია არ არის ჩართული პარტიულ პროცესებში. ის, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის ქართულ ოცნებაში", ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს თავის გაჯანსაღებაზე, მათ შორის საკადრო მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner