logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: „რესპუბლიკელები“ თავიდანვე ვერ იტანდნენ ვერავის!
- +

12 მაისი. 2016. 15:35


„მრეწველების" ლიდერ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, „რესპუბლიკელები" აშკარად ოპოზიციაში გადავიდნენ. ამ განცხადებას იგი გაზეთ „ალიასთან" საუბარში აკეთებს. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლებაში თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ.


„რესპუბლიკელები", მე მგონი, თავდანვე ვერ იტანდნენ ვერავის და ეს გამომჟღავნდა დღეს, როცა ისინი უკვე აშკარად ოპოზიციაში გადავიდნენ და ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, პრინციპში, ხელისუფლებაში ადგილებს ალბათ, არ უნდა იკავებდნენ. ამაზე მიუთითებდა მეჭიაური, როცა საუბრობდა, რატომ არ ტოვებენ თანამდებობებსო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მათი და პრემიერის გადასაწყვეტია, ჩვენ მაგაში ვერ ჩავერევით.

 

ჩვენი პოლიტიკური ძალა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს, თუმცა დღეს ჩვენ ვართ კოალიციის წევრი და უმრავლესობის, რომელი უმრავლესობაც მოვიდა 2012 წელს და შეთანხმება გააფორმა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ არჩევნებამდე ისინი ერთად იქნებოდნენ. ჩვენ მივიყვანთ არჩევნებამდე საპარლამენტო პროცესს ბოლომდე, როგორც ეს შეთანხმებაში იყო თავიდან", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner