logo_geo
eng_logo
კანადელმა მოსწავლემ მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უძველესი ქალაქი აღმოაჩინა
- +

12 მაისი. 2016. 16:49


15 წლის კანადელმა მოსწავლემ უილიამ გედორმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უძველესი ქალაქი აღმოაჩინა, სადაც 30 ნაგებობა და 86-მეტრიანი პირამიდა მდებარეობს.


სავარაუდოდ, ეს ზომით მეოთხე ქალაქია მაიას ტომის აქამდე აღმოჩენილ ქალაქებს შორის.


უილიამმა აღმოჩენას კააკ-ჩი ანუ „ცეცხლის პირი" უწოდა.

 

უილიამი მაიას ცივილიზაციით 2012 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შეიტყო, რომ მაიას ტომის ასტრონომიული კალენდარით ამ წელს სამყაროს დასასრული იყო ნაწინასწარმეტყველები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner