15 წლის კანადელმა მოსწავლემ უილიამ გედორმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უძველესი ქალაქი აღმოაჩინა, სადაც 30 ნაგებობა და 86-მეტრიანი პირამიდა მდებარეობს.
სავარაუდოდ, ეს ზომით მეოთხე ქალაქია მაიას ტომის აქამდე აღმოჩენილ ქალაქებს შორის.
უილიამმა აღმოჩენას კააკ-ჩი ანუ „ცეცხლის პირი" უწოდა.
უილიამი მაიას ცივილიზაციით 2012 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შეიტყო, რომ მაიას ტომის ასტრონომიული კალენდარით ამ წელს სამყაროს დასასრული იყო ნაწინასწარმეტყველები.