დღევანდელ საქართველოში მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა: შემოდიან უცხოელები ჩვენთან, სახლდებიან და ამ ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან. ქართველები კი, უცხო ქვეყნებში მიდიან და იქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
კობა დავითაშვილი, პოლიტიკოსი:
„ჩემი შეხედულება ასეთია: ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს და ვინც არ ცხოვრობს, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ქართველებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან, პირობები უნდა შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ და აქ იცხოვრონ.
ფერეიდნელი ქართველებიც, რომლებიც საქართველოს ასწლეულების განმავლობაში მოსწყდნენ, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო სხვა ქვეყნის შვილები თავიანთ ქვეყნებს უნდა დაუბრუნდნენ..."