„იმედი მაქვს, რომ ის გამოცდილება, რაც მაქვს, დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა ირინა ფრუიძემ განაცხადა.
„ეს არის გუნდი, რომელიც აშენებს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს იყო ჩემთვის მთავრი. იმედი მაქვს, რომ ის გამოცდილება, რაც მაქვს, დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. ამ გუნდთან მიმართებაში არანაირი ეჭვი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, ერთად გავხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროპული, ახალგაზრდული, გენდერული და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით ვიმუშავებ. ამ გუნდის ნაწილი ვარ და ყველა გადაწყვეტილებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ გუნდს მიუღია", - განაცხადა ირინა ფრუიძემ.