logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ეკონომიკა დამაიმედებელი ტემპებით ვითარდება
- +

30 ოქტომბერი. 2018. 12:15

 

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეკონომიკის ექპერტები ეხმაურებიან.

 

სოსო არჩვაძის აზრით, ეკონომიკური განვითარება გარკვეულ წილად ლოკომოტივს ჰგავს, რომელსაც „სიჩქარის ასაკრეფად“ გარკვეული დრო და მანძილი სჭირდება.

 

საქართველოს ეკონომიკაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის გატარებული ღონისძიებები უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს.

 

2018 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა, რაც მესამე კვარტალის წინა თვეების მაჩვენებლებზე (ივლისი - 4.6%, აგვისტო - 2.0%), აგრეთვე პირველი და მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 5.3% და 5.5%) უფრო მაღალი მაჩვენებელია. ზრდა, წლის დარჩენილ თვეებში, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში (მათ შორის, ყურძნის მოსავლისა და გადამუშავების დიდი მოცულობის გამო) ასევე მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული.

 

ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ეროვნული მეურნეობის როგორც რეალურ სექტორში, ისე მომსახურების დარგებში (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო, შუამავლობა, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ.), რაც ეკონომიკის სეგმენტურიდან უფრო ფართო და დაბალანსებული განვითარებაზე გადასვლაზე მეტყველებს.

 

ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც გრძელდებოდა ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატების ტემპი, წინა წლის ცხრა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 25.7% და 19.1%, მათ შორის მხოლოდ სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, შესაბამისად, 17.1% და 3.3%). აღნიშნულის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 2 პუნქტით გაიზარდა (36.7%, ნაცვლად გასული წლის 34.7%-სა).

აღსანიშნავია, რომ ექსპორტ-იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მხოლოდ 1 პუნქტით ზრდა წელზე გადაანგარიშებით ქვეყანაში დაახლოებით 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის ეკვივალენტურია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც უმუშევრობის პრობლემას თითქმის ეგზისტენციური დატვირთვა აქვს, უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner