სტამბოლში, მალტეპის რაიონში საავტომობილო ესტაკადის ქვეშ აფეთქება მოხდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი.
აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
აფეთქების შემდეგ პოლიციამ ავტომაგისტრალი გადაკეტა. ამჟამად საავტომობილო მოძრაობა ავტომაგისტრალ D-100-ზე აღდგენილია.
უცნობია, ვინ არის თავდასხმის ორგანიზატორი.
ბოლო აფეთქება სტამბოლში 12 მაისს მოხდა. მაშინ სამხედრო ბაზის მახლობლად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.