logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- +

16 მაისი. 2016. 14:38


საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო.



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლის მეორე ნაწილის ", " და მესამე ნაწილის " პუნქტებით.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა წინასწარ განზრახული დანაშაულის შენიღბვის მიზნით, საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სურდა თბილისი - ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენა და თუ აღნიშნულ კომპანიებს ექნებოდათ სურვილი თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ წინადადებები 9 დღის ვადაში. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 კომპანიიდან მხოლოდ სსსილქნეტს" ჰქონდა წინასწარ, ორი თვით ადრე მიღებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ამ სამომავლო გეგმის შესახებ და შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზების მომზადებისთვის. იმის გამო, რომ კომპანიებს ურთულესი მაგისტრალის გაყვანის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად მიეცათ შეუსაბამოდ მცირე დრო - 9 კალენდარული დღე, შპსკავკასუს ონლაინმა" და შპსახალმა ქსელებმა" ვერ მოამზადეს შესაბამისი წინადადებები. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, იმ 9 კომპანიიდან რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა, სამი - შპსნეოტეკი", შპსსისტემები" და შპსგრინპროჯექტი" საერთოდ არ აწარმოებენ მაგისტრალის მშენებლობას და სრულიად განსხვავებული პროფილით საქმიანობენ. ამ გარემოებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალდებულების ინტერესში არ შედიოდა სამუშაოების რეალური შემსრულებლის მოძიება, რადგან კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის პროცესში გაიმარჯვებდა, წინასწარ ჰყავდათ შერჩეული.

 

დარჩენილი ხუთი კომპანიიდან სამმა თავადაცვის სამინისტროს შესთავაზა გამოცხადებული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამინისტროს მხრიდან გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანიასილქნეტის" ის წინადადება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა სამინისტროს დეკლარირებულ მოთხოვნებს. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი მოთხოვნა იყო საკაბელო მაგისტრალის შეძენა, საბოლოოდ სამინისტრომ სსსილქნეტისგან" შეიძინა არა საკაბელო მაგისტრალი, არამედ მაგისტრალში არსებულ 72-წვერიან ოპტიკურ - ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერი, მაშინ როდესაც ზუსტად იგივე სახის ქონება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე ორი კომპანიისგან - შპს დელტა კომისგან" და შპს სპეცკავშირმშენისგან" უფასოდ ჰქონდა შეთავაზებული.

 

საბოლოოდ დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს სილქნეტი" ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს სილქნეტს" 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 4 102 872 ლარის ზიანი.

 

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები და 5 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სასამართლომ ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner