„ალბათ ყველას ახსოვს ქართული ანდაზა „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო!“ ჰოდა, ზუსტად ასეა სააკაშვილის „ნაცმოძრაობისა“ და ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაშიც! ფაქტია, ისინი ისევ ერთ მხარეს დგანან და გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებასაც ერთიანი ძალით ესწრაფვიან!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, ზემოხსენებული ქართული ანდაზის პერიფრაზით, სააკაშვილის „ნაცებსა“ და ბოკერიას „ევრონაცებს“ შორის ვინ ქმარია და ვინ - ცოლი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ჰელსინკში ჩატარებულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მათ საჯარო „ჯვრისწერა“ მოაწყვეს!
დიახ, მთელმა ქვეყანამ ნახა ჰელსინკში ჩასული მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ხვევნა-კოცნა და სენტიმენტალური კრუტუნი! ის კი არა, სააკაშვილმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ერთი ოჯახი ვართო!“
პირადად მე ამაზე ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანი „დათა თუთაშხია“ გამახსენდა! ხლისტებში გაწევრიანებაც ხომ ასე ხდებოდა, ვისი ცოლი ვის ლოგინში კოტრიალობდა, ერთმა „ხლისტების ღმერთმა“ თუ უწყოდა!
თუმცა, ეს იქით იყოს - სააკაშვილის „პირველი ღამის“ უფლებაზე და შიდაპარტიულ სექსუალურ თავგადასავლებზე ჩვენში ისედაც კარგად იციან! თბილისი, მოგეხსენებათ, „პატარა ქალაქია“...
მოკლედ, სააკაშვილმა ძალიან ზუსტად თქვა - ჩვენ ერთი ოჯახი ვართო!
დიახ, ესენი მართლაც ერთი ოჯახი არიან!
მათი მიზანი რევანში და ძალაუფლების დაბრუნებაა!
უფრო ზუსტად: ჯერ ძალაუფლების დაბრუნება და შემდეგ - რევანში - სისხლით, დაჭერებით, ქონების ჩამორთმევით, ექსპროპრიაციით, ციხეში ჩაგდებით, გაუპატიურებით და ა.შ.
დიახ, ეს ერთი, გარყვნილი და ქართველთა სისხლით ვერგამძღარი ნაც-ხლისტური ოჯახია!
სააკაშვილი და ბოკერია! გიორგი ბარამიძე და გივი თარგამაძე!
მერაბიშვილი და ახალაია!
მეორე ახალაია და ქარდავა!
„ორი გვამით“ და „სულის ამოხდით!“
„ნულოვანი ტოლერანტობით“ და „ყველანი ციხეში!“-თ
ლენინური ტერორით!
ბოლშევიკური სიშლეგით!
ცოცხებით, ცოცხებით და ისევ ცოცხებით!
დიახ, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკური სენტიმენტების შემხედვარე, კიდევ ერთი, ყველასთვის ნაცნობი მელოდია გამახსენდა: „შენი გული, ჩემი გული, ჯაჭვით არის გადაბმული...“
ჰოდა, ეს „ჯაჭვი“ აშკარად არ შეესაბამება ამ ვითარებას - აქ ცოცხების ასოციაციებია პრიორიტეტული: „შენი გული, ჩემი გული, ცოცხით არის „გადამბული!“
დიახ, ამ ორ სექტას, ამ ერთ ოჯახად ჩამოყალიბებულ დანაშაულებრივ ბანდას, ცოცხები აერთიანებთ!
მათი სიმბოლო ცოცხია!
პატიმრის უკანალში გარჭობილი ჯალათის ცოცხი!
ამათი სიმბოლოა ქართველთა სისხლის მდინარე რუსთაველის გამზირი!
7 ნოემბერი! 26 მაისი! 8 აგვისტო!
ბრძოლის ველზე მიტოვებული გვამები, ზაფხულის ხვატში აყროლებულებს ძაღლი და ღორი რომ უჭამდა ტვინს!
დიახ, ეს მეცოცხეები ისევ ერთ ოჯახად გაერთიანებულები ცდილობენ ქართველი ხალხისთვის ცოცხის გარჭობას!
ახალი 7 ნოემბრისა და 26 მაისის, ახალი 8 აგვისტოს მოსაწყობად!
და ძალიან მიამიტები და გულუბრყვილოები არიან ისინი, ვინც ვაშაძეს იმიტომ უჭერს მეორე ტურის წინ მხარეს, აქაოდა, ოპოზიციონერი პრეზიდენტი ხელისუფლების დანაწილებისთვის არის კარგიო!
ოპოზიციონერი პრეზიდენტი ხელისუფლებას კი არა, სახელმწიფოს დაანაწილებს, ბიძიებო და დეიდებო!
თანაც, ისე დაანაწილებს და დაანაწევრებს, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ!
ნუ დაგავიწყდებათ, ვისთან გაქვთ საქმე!
სააკაშვილი და ბოკერია, ბარამიძე და თარგამაძე, მერაბიშვილი და ახალია
არასოდეს შეიცვლებიან! პათოლოგი დამნაშავეები და რეციდივისტები არასოდეს შეიცვლებიან!
იმიტომ, რომ მათი გულები ცოცხებით არიან გადაბმული!
მეცოცხეები და დემოკრატია?!
სააკაშვილი და თავისუფლება?! ცოცხი ყურძენს არასოდეს მოისხამს!“ - წერს გიორგი გიგაური.