თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს ავტორმა ირაკლი შიხიაშვილმა “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში პროექტის შესახებ ისაუბრა:
„ზედმიწევნით ვიცი არამარტო „ნაცების“, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სამზარეულო, ამიტომ რახანია, პოლიტიკურ პროცესებს გავემიჯნე და მთლიანად „გეორგია შენი პროექტია“-ს განხორციელებაზე გადავერთე, რომელიც ისრაელის მაგალითზე საქართველოს კრიზისიდან გამოყვანას ისახავს მიზნად „გეორგიები“.
ეს არის სოფლები, სადაც შრომის ნაციონალიზაციასა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით იქმნება მაღალხარისხოვანი პროდუქცია. მთავრობისგან მხოლოდ თანადგომა მჭირდება, რადგან პროექტის განსახორციელებლად თანხის უდიდესი ნაწილის გაღებას, ასევე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფას ისრაელის მხარე აპირებს, მაგრამ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ვერ მოვახერხე, მათ კანაფის კულტივირება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე პროექტი, რომელიც ღვთისგან ბოძებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებაზეა ორიენტირებული და არა მიწის გაყიდვაზე“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.