logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: პოლიტსაბჭოს გაზრდა უზრუნველყოფს აზრების სიუხვეს
- +

17 მაისი. 2016. 16:05



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა „ქართული ოცნების" ყრილობაზე. ჭკუასელმა ასევე აღნიშნა რომ პოლიტსაბჭოს 21 კაცამდე გაზრდა გამოიწვევს აზრების სიუხვეს.

 

„ქართული ოცნების" ყრილობამ ბევრი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. გუშინ ძალიან დიდხანს მეკითხებოდნენ, რატომ იყო ასეთი მოკლე ყრილობა. ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა.  ყველა მიმართულების მიხედვით ხდება მომავალი პარლამენტარების შერჩევა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სამუშაო სფერო და არსად არ უნდა იგრძნობოდეს კადრების ნაკლებობა. პოლიტსაბჭოს გაზრდა უზრუნველყოფს აზრების სიუხვეს", - განაცხადა  ჭკუასელმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner