logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: კიდევ ერთი ლურსმანი უნდა დავაჭედოთ „ნაც. მოძრაობის“ პოლიტიკურ კუბოს!
- +

19 ნოემბერი. 2018. 02:04

 

„ამ შეხვედრაზე ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც მოკლე მეხსიერება არ აქვთ“, - ამ სიტყვებით ვეტერანი მეომარი მალხაზ თოფურია აქციას „მე ვიცავ თავისუფლებას“ „საერთო გაზეთთან“ გამოეხმაურა.

 

„ვისაც დაეზარა არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბანზე მისვლა, ვერ აცნობიერებს, რომ ისევ განმეორდება, რაც 11 წლის წინ მოხდა. ის უბედურება რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ „ნაციონალები“, თუმცა არ მგონია, ამით დასრულდეს ის სიგიჟე, რასაც „ნაც. მოძრაობა“ ჰქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი ლურსმანი უნდა დავაჭედოთ მათ პოლიტიკურ კუბოს. ოღონდ აქ ერთი ფაქტორიცაა, ხელისუფლებამაც უნდა ივარგოს, თორემ საზოგადოება ამისთვის დიდი ხანია მზადაა“ , - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner