logo_geo
eng_logo
„ფაქტებით გაჩვენებთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა! სიცრუეს ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს!“
- +

20 ნოემბერი. 2018. 19:13

 

ინტერნეტ-ტელევიზია „PosTV“ სიუჟეტში „ნგრევად შერაცხული შენება - „რუსთავი 2“-ის ხეური სიცრუის მხილება“ „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ეხმიანება.

 

„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის თემას უკვე ორი წელია ვაშუქებთ. „რუსთავი 2“-ისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ ნგრევად გამოცხადებული შენების ეს პროცესი დოკუმენტურად აღვნუსხეთ და ფილმიც არჩევნების ციებ-ცხელებამდე კარგა ხნით ადრე გადავიღეთ, მაგრამ მაშინ საზოგადოებამ ეს ფილმი, ანონსის მიუხედავად, ვერ იხილა. არც მიზეზი გვითქვამს დღემდე, თუ რატომ მოხდა ასე. ცხადია, დოკუმენტური მასალის მოძიებისას, შეხება გვქონდა ფონდ „ქართუსთან“, მაგრამ ჩაითვალა, რომ ხალხს საარჩევნოდ ბევრი სხვა რამ აქვს საფიქრალი, ვიდრე „ქართუს“ გაკეთებული საქმეების პრეზენტაციისთვის ყურადღების დათმობა და ამიტომ, ფონდმა გვთხოვა, არ გაგვეშვა ფილმი. ცხადია, თხოვნა გავითვალისწინეთ. საარჩევნო ბინძურმა პროპაგანდამ, როცა პროპაგანდის მანქანას ღირებულებები არეული აქვს და შენებას ნგრევას უწოდებს, ხოლო ქველმოქმედებას -ყვლეფას, გადაგვაწყვეტინა, გაჩვენოთ ეს ფილმი. ჩვენ ფაქტებით გაჩვენებთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. სიცრუეს ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს!“ - განაცხადა სიუჟეტის დასაწყისში „PosTV“-ის საგამოძიებო სტუდიის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ.

 

სიუჟეტში საუბარია იმ პროექტებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

 

თბილისის ბოტანიკური ბაღი

 

„2000-2018 წლებში ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ასობით მილიონი ლარი დახარჯა პარკების, ბაღების მოწყობასა და პატრონობაში, კერძოდ, თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის დაიხარჯა თითქმის 22 მილიონი ლარი. თბილისში ნამდვილად მწვავედ დგას კაცისა და ბუნების გაუცხოების პრობლემა. ამიტომ იქცა ბოტანიკური პარკის პროექტი მნიშვნელოვნად. სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე თითქმის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურას უნდა უზრუნველყო ადამიანის კომფორტულად ყოფნა ბაღში, მათი ველობილიკებითა და საავტომობილო გზებით სარგებლობა, ეს პროექტი მიმდინარეა და „ქართუს“ 2 500 000 ლარი უჯდება. ბოტანიკური ბაღი არა მხოლოდ დასვენების და რეკრეაციის ადგილია, არამედ დასაქმებისაც. ბაღში 150 თანამშრომელი მუშაობს, ბაღის თანამშრომლების ხელფასები და მოვლა-პატრონობის ხარჯები 14 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2005- 2018 წლებში, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, დაიგო 1523 ძირი ხე, ხოლო ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგულ იქნა 3400 ძირი ნარგავი.

 

ოპოზიციების ცრუ ბრალდების სამიზნე „პანორამა თბილისის“ ფარგლებში, მთლიანობაში ივანიშვილის ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში თითქმის 22 მილიონ ლარს აღწევს. ბოტანიკის ინსტიტუტი 6 მილიონი ლარი - აქ ივანიშვილის ინვესტიციის მიზანი გაფართოვდა და თანხა ჩაიდო არა მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებში, არამედ მეცნიერულ პროექტებში, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შექმნაში, სამშენებლო სამუშაოებში. განხორციელებულმა დაბანდებამ 3 600 000 ლარი შეადგინა. თითქმის იმდენივე ინვესტიცია ჩაიდო ინსტიტუტის თანამშრომლების ხელფასებსა და ინსტიტუტის ხარჯებში - 2 600 000 ლარზე მეტი“, - ნათქვამია სიუჟეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner