logo_geo
eng_logo
„მიშა ებრძოდა ივანიშვილს იმის გამო, რომ მან სათამაშოდ დაუფლებული ქვეყანა წაართვა“
- +

20 ნოემბერი. 2018. 19:56

 

„რუსთავი 2“, იგივე გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, რომლის საქმიანობის სფერო პოლიტიკური ინტრიგების ხლართვა, შანტაჟი და სიყალბის გავრცელება დაბადებიდან იყო ეფექტური იარაღი პატრონების ხელში, პოლიტიკური თუ ბიზნეს ბრძოლების საწარმოებლად, 2004 წლიდან დღემდე  ეკუთვნის ერთადერთ რეალურ მფლობელს - მიშა სააკაშვილს. „რუსთავი 2“-ს ახასიათებს თავხედი ტყუილები, მრავალწლიანი მანიპულაციური და დეზინფორმაციული კამპანიები, ამას მხოლოდ სააკაშვილის ბრძანებების შესრულებას ახმარს, და სამიზნესაც მისი დავალებით ირჩევს“, - ამის შესახებ „Pos TV“-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტშია ნათქვამი.

 

„სააკაშვილის ტელევიზიის რეპორტაჟში უჩვენეს ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სკოლის გვერდზე ამოსული გიგანტური ხე, რომლის წაღებაც თურმე ბიძინა ივანიშვილს განუზრახავს. ამიტომ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხელისუფლება სკოლას ანგრევდა. სინამდვილეში ამ სოფლის სკოლას მართლაც ჰქონდა პრობლემა - გადასაწყვეტი იყო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი. „რუსთავი 2“-მა ჩაწერა სკოლის მასწავლებლები და დირექტორი, მოისმინა მათი წუხილი, თუმცა. არც თავისი რესპონდენტებისთვის უცია პატივი და არც საზოგადოებისთვის, მაინც ის თქვა, რაც მიშას სურდა. არადა, იმ სოფელში არც ბიძინა ივანიშვილი და არც მისი ფონდის რომელიმე წარმომადგენელი თვალით არ უნახავთ. ხის წაღების ამბავი თვითონ „რუსთავი 2“-ის მოგონილი ცრუ ინფორმაცია იყო. „რუსთავი 2“ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და მისი ბრალდებების დაჯერება არ შეიძლება.

 

ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ცხოვრების ერთ-ერთი კრედო სწორედ ბუნების მოვლა-პატრონობაა,  კაცი, რომელიც უანგაროდ ხარჯავს ასობით მილიონს ბუნებაზე ზრუნვისთვის, ყველაზე დიდი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში; მეორე მხარეს კი არის მისი პოლიტიკური მტრის საკუთრებაში მყოფი, ტრადიციულად შავი პიარის გავრცელებაში არაერთგზის მხილებული „ნაცმოძრაობის“ რუპორი „რუსთავი 2“ , რომელმაც იცის, რომ პოლიტიკურ ოპონენტს მხოლოდ აბსურდამდე მისული ტყუილი უნდა დააბრალო, ბუნებაზე მოამაგე კაცს  დააბრალო ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა, ქვეყანაზე, მის სიძლიერეზე მზრუნავ ყველაზე დიდ ქველმოქმედს კი - ბიუჯეტის ხარჯზე ვნებებისა და ხუშტურების დაკმაყოფილება.

 

სოფელი ბუკნარი, საიდანაც წამოიღეს პირველი ხე: გაშენებულია 800-ნერგიანი სკვერი, ნერგები აქ იტალიდანაც კი ჩამოიტანეს, ტურისტებისთვის კი მოწყობილია საკემპინგე ადგილი, მოსახლეობას გაუკეთდა არტეზიული ჭაბურღილი, საიდანაც ბუკნარს უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი.

 

ბობოყვათის პლატფორმასთან კვიპაროსების სკვერი:  აქ 100 ძირი კვიპაროსია გაშენებული

ციხისძირი: აქ „ენერგო პრო“ ხეს ჭრიდა, რადგან ის სადენებს ხელს უშლიდა, ივანიშვილმა ეს ხე შეისყიდა და დენდროპარკში გადაიტანა. გაკეთდა სანიაღვრეები, დარგეს ნერგები, იმ ნაკვეთების მფლობელებს, სადაც ხემ უბრალოდ გაიარა, თანხა გადაუხადეს.

 

წვერმაღალა: ამ სოფელში გაკეთდა კილომეტრიანი უმაღლესი ხარისხის ბეტონის გზა, აშენდა საბავშვო ბაღი, არტეზიული წყლით გაკეთდა წყალგაყვანილობა.

მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, უბრალოდ, „რუსთავი 2“ არ იწუხებდა თავს ხის ტრანსპორტირების შემდეგ მოწესრიგებული ადგილების გადაღებით, ანკი რაში აინტერესებდა ეს.

 

აღსანიშნავია, რომ უხარისხო ტყუილების გარდა,  „რუსთავი 2“-ის ეთერში დენდროპარკის შენების პროცესის გასაშავებლად ვერ მოიწვიეს ვერც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ეკოლოგი ან ბოტანიკოსი.

 

არცერთ დეზინფორმაციას არ შეუძლია სიმართლის ჩანაცვლება ტყუილით, სიმართლე კი ისაა, რომ დენდროპარკის შენებისას არ დარღვეულა არცერთი კანონი, გარემოს არ მისდგომია ზიანი, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა არათუ დაზარალდა, არამედ პირიქით, დაიგო ახალი ბეტონის გზები, მოეწყო სანიაღვრეები, რეაბილიტირდა სოფლის შიდა შარები, რომლებზეც ახლა უკვე მანქანის მოძრაობაც შეიძლება, დიდძალი თანხა შევიდა (თითქმის11 მილიონი) მუშებისა თუ ადგილობრივი მცხოვრებლების ოჯახებში ხელფასის, ხეების საფასურისა და ათასგვარი კომპენსაციის სახით, მათ შორის კომპენსაცია მიიღეს იმ მოსახლეობამ, რომლთა კარმიდამოზე უნდა გამოეტარებინათ ხე, ხშირად ეს კომპენსაცია მიწის საბაზრო ღირებულებასაც აჭარბებდა. ამ პროექტიდან მოსახლეობას 5 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების გზები დარჩა, რკინიგზა, „ენერგო პრო“ და გადამცემი ხაზების კომპანიები ფულად კომპენსაციებს იღებდნენ, თითქოს შეფერხების დროს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდნენ, ატარებდნენ ტვირთს და ენერგიას, რკინიგზის ელსადენები მხოლოდ მაშინ იყრებოდა, როცა მატარებლების განრიგში ეგრეთ წოდებული ფანჯარა გახლდათ, ანუ არცერთი მატარებლის გადაადგილება ერთი წუთითაც კი არ შეფერხებულა, ჯამურად ელსადენების და გადამცემი ხაზების დემონტაჟისა და მონტაჟის კომპენსაციაში 2 800 000 ლარი იქნა გადახდილი. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტმა არათუ ზიანი, არამედ 14 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო სხვადასხვა კომპანიების თუ კერძო პირთა გადახდილი გადასახადების სახით. ხე რომ ხეა, იმასაც ტენდერით და აუქციონით ასყიდებს სახელმწიფო „ყოვლისშემძლე ბიძინას“, ეს სიურრეალისტური ამბებით დაგვამახსოვრდა, ბიძინას ჯინაზე რომ იყიდეს ხე და რომ ვეღარ მოერივნენ მის გადატანას. რამდენიმე წლის განმავლობაში ვუყურებდით შავი პიარის ოპერაციას, რომელსაც მიშა სააკაშვილი მისი ცრუ ტელევიზიით ავრცელებდა, და ასობით სიუჟეტში ერთხელაც არ დასცდენიათ  მთავარი - რომ ეს მართლაც უნიკალური და უძლიერესი დენდროლოგიური პარკი ხალხისთვის, საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის შენდება. ეს ცრუ ბრალდებები მიშას ღრმა კომპლექსების ბრალია, მიშა ებრძოდა ივანიშვილს იმის გამო, რომ მან სათამაშოდ დაუფლებული ქვეყანა წაართვა“, - ნათქვამია სიუჟეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner