ინტერნეტ-ტელევიზია „PosTV“ სიუჟეტში „ნგრევად შერაცხული შენება - „რუსთავი 2“-ის ხეური სიცრუის მხილება“ „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ეხმიანება.
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის თემას უკვე ორი წელია ვაშუქებთ. „რუსთავი 2“-სა და „ნაცმოძრაობის“ მიერ ნგრევად გამოცხადებული შენების ეს პროცესი დოკუმენტურად აღვნუსხეთ და ფილმიც არჩევნების ციებ-ცხელებამდე კარგა ხნით ადრე გადავიღეთ, მაგრამ მაშინ საზოგადოებამ ეს ფილმი, ანონსის მიუხედავად, ვერ იხილა. არ მიზეზი გვითქვამს დღემდე, თუ რატომ მოხდა ასე. ცხადია, დოკუმენტური მასალის მოძიებისას, შეხება გვქონდა ფონდ „ქართუსთან“, მაგრამ ჩაითვალა, რომ ხალხს საარჩევნოდ ბევრი სხვა რამ აქვს საფიქრალი, ვიდრე „ქართუს“ გაკეთებული საქმეების პრეზენტაციისთვის ყურადღების დათმობა და ამიტომ, ფონდმა გვთხოვა, არ გაგვეშვა ფილმი. ცხადია, თხოვნა გავითვალისწინეთ. საარჩევნო ბინძურმა პროპაგანდამ, როცა პროპაგანდის მანქანას ღირებულებები არეული აქვს და შენებას ნგრევას უწოდებს, ხოლო ქველმოქმედებას -ყვლეფას, გადაგვაწყვეტინა, გაჩვენოთ ეს ფილმი. ჩვენ ფაქტებით გაჩვენებთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. სიცრუეს ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს!“ - განაცხადა სიუჟეტის დასაწყისში „PosTV“-ის საგამოძიებო სტუდიის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ.
სიუჟეტში საუბარია იმ პროექტებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
„რა დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანასთან და სახელმწიფოსთან, ხეების ისტორია არ არის ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტის მაგალითი, იგი უფრო პროექციაა, ზოგადი მოდელია, ბიძინას ხელწერაა საზოგადოებრივ სიკეთეებთან და სახელმწიფოსთან მიმართებაში. ეს ხელწერაა გასცე უანგაროდ, როცა სანაცვლოდ არაფერს ელი. არ არსებობენ მსოფლიოში ისეთი ქველმოქმედები, რომლებიც სახელმწიფოს ენაცვლებიან იმ ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის ცნობიერებაში ექსკლუზიურად სახელმწიფოს ვალდებულებად აღიქმება. მართლწესრიგი, უსაფრთხოება, თავდაცვა. ბიძინა ივანიშვილი აქაც გამონაკლისია ქართული პოლიცია, საქართველოს ჯარი, საბაჟო და საგადასახადო სტრუქტურები, სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი, ისინი სწორედ ივანიშვილის ქველმოქმედების წყალობით იყვნენ ქმედუნარიანი და ძლიერნი.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, იმ დროისთვის, როცა სასოფლო მეურნეობამ ახალგაზრდა ბიზნესმენ ივანიშვილის ფულით შეძენილი პირველი ტრაქტორები მიიღო, კანონზომიერებად იქცა, იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირდა, ივანიშვილი როგორც მის ტვირთს პირად ვალდებულებას ეზიდებოდა. სწორედ ამ განსაკუთრებული ქველმოქმედების გამო თითქოს ყოველდღიურობად იქცა ივანიშვილის მრავალმილიარდიანი საქველმოქმედო პროექტები განათლებაში, სპორტში, ქართულ კულტურაში, ქართული იდენტობის გადარჩენაში.
ივანიშვილის მიერ ქართული რაგბის 200-მილიონინ პროგრამაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ბათუმის რაგბის სტადიონს, რომლის მშენებლობაც 7 700 000 ლარი დაჯდა, განახლდა ბათუმის დრამატული თეატრი - ეს პროექტი 12 მილიონამდე ღირებულების გალდათ, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ბათუმის მწერალთა სახლს, აქ ფონდმა „ქართუმ“ მილიონ ლარამდე გაიღო, ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობას - ცნობილ კაფე „ფანტაზიას“, ეგრეთ წოდებულ „რვაფეხას“ „ქართუ“ რესტავრაციას უტარებს, რომელიც 2 მილიონამდე ლარი ჯდება, და რა თქმა უნდა, ქართული ზღვისპირეთის ნამდვილი მშვენება ბათუმის დელფინარიუმი - ფონდმა „ქართუმ“ ახლიდან ააშენა და ტექნიკურად აღჭურვა დელფინარიუმი. ეს პროექტი 147 მილიონი ლარის ღირებულებისაა. ის ბათუმის მერიის საკუთრებაშია და უკვე თვითანაზღაურებაზე გახლავთ“, - ნათქვამია სიუჟეტში.