ინტერნეტ-ტელევიზია „PosTV“ სიუჟეტში „ნგრევად შერაცხული შენება - „რუსთავი 2“-ის ხეური სიცრუის მხილება“ „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ეხმიანება.
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის თემას უკვე ორი წელია ვაშუქებთ. „რუსთავი 2“-ისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ ნგრევად გამოცხადებული შენების ეს პროცესი დოკუმენტურად აღვნუსხეთ და ფილმიც არჩევნების ციებ-ცხელებამდე კარგა ხნით ადრე გადავიღეთ, მაგრამ მაშინ საზოგადოებამ ეს ფილმი, ანონსის მიუხედავად, ვერ იხილა. არც მიზეზი გვითქვამს დღემდე, თუ რატომ მოხდა ასე. ცხადია, დოკუმენტური მასალის მოძიებისას, შეხება გვქონდა ფონდ „ქართუსთან“, მაგრამ ჩაითვალა, რომ ხალხს საარჩევნოდ ბევრი სხვა რამ აქვს საფიქრალი, ვიდრე „ქართუს“ გაკეთებული საქმეების პრეზენტაციისთვის ყურადღების დათმობა და ამიტომ, ფონდმა გვთხოვა, არ გაგვეშვა ფილმი. ცხადია, თხოვნა გავითვალისწინეთ. საარჩევნო ბინძურმა პროპაგანდამ, როცა პროპაგანდის მანქანას ღირებულებები არეული აქვს და შენებას ნგრევას უწოდებს, ხოლო ქველმოქმედებას -ყვლეფას , გადაგვაწყვეტინა, გაჩვენოთ ეს ფილმი. ჩვენ ფაქტებით გაჩვენებთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. სიცრუეს ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს!“ - განაცხადა სიუჟეტის დასაწყისში „PosTV“-ის საგამოძიებო სტუდიის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ.
სიუჟეტში საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
აჭარა
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სამშენებლო სამუშაოებისთვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის და მცენარეების შესაძენად, ფონდმა „ქართუმ“ 4 400 000 ათას ლარზე მეტი დახარჯა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მტკივნეულმა სოციალურმა პრობლემამ იჩინა თავი, ბაღის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ, ფონდმა „ქართუმ“ მათვის ბაღის გარეთ საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები თითქმის 4 მილიონი ლარით დააფინანსა. ბაღის ტერიტორიაზე ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, და პარკინგი, რაშიც ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი 440 700 ლარს დებს, ბაღის თანამშრომლების ხელფასებში ჩადებული ინვესტიცია თითქმის 4 მილიონ ლარს შეადგენდა, სულ დაახლოებით 13 მილიონი ლარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე კონცხის მხრიდან ბაღის შესასვლელთან ასაგები ახალი ფუნქციური ობიექტის პროექტი, აქ მხოლოდ პარკინგზე 400-მდე მანქანა დაეტევა, მოეწყობა საბაგირო გზა, საიდანაც ვიზიტორები ავლენ ბაღის ზედა ნაწილში, ხოლო პარკინგის ქვეშ გაკეთდება საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე, სადაც განთავსდება კაფეები და რესტორნები, პროექტის ღირებულება 8 მილიონამდეა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მახლობლად განხორციელდება პროექტი „ეკო პარკი ჩაქვი“, რაც ბათუმის ზოოპარკის სრულიად ახალ სივრცეში გადმოტანას გულისხმობს, ეს მართლაც უჩვეულო და ფუტურისტული არქიტექტურის მქონე გრანდიოზული პროექტი ბათუმის ზოოპარკს სახელს გაუთქვამს. აქ მნახველებს ელის ნამდვილი თავგადასავალი ველურ ბუნებაში, სადაც ზოოპარკის ბინადარნი ვიწრო ვოლიერებში კი არა, ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოებულ გარემოში იქნებიან. პარკში მოეწყობა ცხოველთა და ფრინველთა უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე საგანმანათლებლო ცენტრიც, მთლიანად პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.
ბათუმის 26 მაისის პარკი11 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, პარკი „ციცინათელა“ 60 მილიონ ლარზე მეტი, 142 000 კვ/მეტრის ფართობის მქონე პარკში 43 ერთეული ატრაქციონი და 19 ერთეული შენობა-ნაგებობაა. იქვეა მინიატურების პარკი, რომელიც თითქმის 10 მილიონი ლარი დაჯდა, ახლოს მუსიკოსთა პარკი მდებარეობს, რომელიც 3,5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, დაცულ ვიზიტორთა ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების კეთილმოწყობა თითქმის 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის გაშენებულია 1500 ძირამდე ევკალიპტის ტყე-პარკი, რაც 250 000 ლარი დაჯდა.
აი, ამ ტყის ამბავს დაწვრილებით უნდა შევეხოთ, მოვუყვეთ იმის შესახებ, რა ხდებოდა სინამდვილეში და რას უჩვენებდა „რუსთავი-2“. „ივანიშვილმა რამდენიმე ძირი ქაფური უნებართვოდ გადაიტანა საკუთარ დენდროპარკშიო“, - განგაშს ტეხდა ერთი წლის წინ „რუსთავი 2“, სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო, აჭარის მთავრობამ „ქართუ ფონდს“ ჩაქვის გზის გაკეთების დაფინანსება სთხოვა, თხოვნას უკვე მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტიც თან ახლდა, „ქართუმ“ პროექტი დააფინანსა და 2.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, გზის გაყვანისას აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ძირი ხე უნდა მოჭრილიყო, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ივანიშვილმა არ მოაჭრევინა, ისინი გამოისყიდა და განადგურებას გადაარჩინა, ახლა სწორედ ამ ქაფურებით შეკვეთილის დენდროპარკი იწონებს თავს. ალბათ, ეს ამბავი პირველად გესმით.
სხვათაშორის, ცილისმწამებლებმა იცოდნენ სიმართლე, მაგრამ არ თქვეს. ყოველ შემთხვევაში, ვალდებულება ჰქონდათ, გაერკვიათ და არ გაარკვიეს. არც იმის შეეშინდათ, რომ ვინმე გაარკვევდა და ძალიან მალე გამოააშკარავებდნენ მათ სიცრუეს. უბრალოდ, წვრილად იმავნებლეს, რამდენიმე ხის ქურდობა დააბრალეს კაცს, რომელმაც მხოლოდ ჩოლოქთან, დაჭაობებულ ადგილას, მიტოვებული კოლექტორის ტერიტორიაზე ევკალიპტების ნამდვილი ტყე გააშენა. ივანიშვილის ზრუნვა ბუნებაზე მხოლოდ სარეკრეაციო ზონების და პარკების მშენებლობით არ ამოიწურება. თანამედროვე სატყეო-სამეურნეო პრაქტიკაში, შექმნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შექმნილის შენარჩუნებაა. მსოფლიოში ნებისმიერი მედიასაშუალებებისთვის საინტერესო იქნებოდა იმ ახალი მეთოდის გაშუქება, რომლითაც ასოციაცია „ატუ“ ტყეების სიჯანსაღეზე ზრუნავს“, - ნათქვამია სიუჟეტში.
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა მოსახლეობის თანხებით ხდება.
„ეს ისეთი მაგალითია, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტების სასწავლო წიგნში უნდა შეიტანო, მწვანე კონცხთან მართლაც ორი გზა შენდება, ერთ გზას ბიძინა ივანიშვილი აშენებს საკუთარი სახსრებით, მასზე ხემ მართლაც უნდა გაიროს, მაგრამ ხეებზე ხშირად მასზე ადამიანები ივლიან და უფრო მოკლე დროში უფრო ადვილად, უწვალებლად მოხვდებიან მწვანე კონცხის დასახლებაში. აქვეა მეორე გზაც - ბათუმის გვირაბის შემოვლითი გზა, რომლის მშენებლობასაც აჭარის ბიუჯეტი აფინანსებს, ეს გზა მწვანე კონცხთან არ მიდის, უბრალოდ გვირაბისთვის გვერდის ასაქცევად შენდება, ორივე გზას ერთი და იგივე კომპანია აშენებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს არასდროს უჭირდათ, ერთი ნაბიჯით აღმოჩენილიყვნენ ნახევრად სიმართლიდან სრულიად პარანოიდალურ ტყუილში, ივანიშვილის გზები კი გაცილებით გრძელია, ვიდრე კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი.
მხოლოდ დენდროლოგიური პარკის მშენებლობისას 5 მილიონი ლარის ღირებულების ბეტონის გზები დაიგო, ამ გზებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ზღვისპირა რეგიონში ცხოვრობს ან მოგზაურობს. იმავდროულად ეს არის გზები, რომლებიც ხეების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს. მაგალითად ოზურგეთი-ურეკი-ნატანების გზა, ან ბეტონის გზა სოფელ წვერმაღალაზე, კიდევ არის გზები, რომლებზეც ხეები არ გადაუტანიათ, მაგრამ მათი რეაბილიტაცია მაინც მოხდა, აჭარის სოფლებში სკოლებთან მისასვლელი გზები, სოფელ ციხისძირის შიდაგზები და გზები მახინჯაურსა თუ ჩაქვში. ისე, ივანიშვილის ინტერესი გზების მშენებლობისადმი მხოლოდ დენდროლოგიური პარკის ფარგლებში არ გამოვლენილა. სხვადასხვა დროს მან საკუთარი სახსრებით ქვეყანაში 300 კილომეტრამდე ფედერალური და მუნიციპალური დანიშნულების გზები დააგო“, - ნათქვამია სიუჟეტში.