„ნაცებს“ იმდენად სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ არ ერიდებიან შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების დათესვას! მტერი იმის მტერია, რომ მტრულად გეგმავს რაღაცას, მაგრამ შენ არ უნდა იყო ისეთი სულელი, რომ ეს აიტაცო და ქვეყანას საფრთხე შეუქმნა“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება ამ ვიტალი სკლიაროვს და მის გუნდს, რომელიც ვაშაძეზე მუშაობს, ეს არის ხალხი, რომლისთვისაც მთავარია ფული და არა რაღაც იდეალები!
ქსენია სობჩაკი არ არის პუტინის მოწინააღმდეგე - ის არის პუტინის ნათლული და მისი ოჯახი პუტინის ახლობლად მიიჩნევა! უბრალოდ, სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. შემოგდებული ფიგურა იყო - მას პუტინის სასარგებლოდ ლიბერალური კანდიდატების ხმები უნდა გაეხლიჩა! აი, ამ საქმეში მონაწილეობდა ეს ჩვენი შკლიაროვიც!
ამ შკლიაროვის გარდა, ვაშაძესთან მუშაობს ერთი სერიოზული პიარტექნოლოგი რუსეთიდან, გვარად - კოცი! ის რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, ერთობ დელიკატურ ცვლილებებს ასრულებს. ანუ, კოცის დახმარებით, ხალხს ჰგონია, რომ ირჩევს „ოპოზიციურ“ კანდიდატს, მაგრამ სინამდვილეში ეს ისევ კრემლის თამაშია!
როგორც კი გავიგე ამ შკლიაროვის და ვაშაძის თანამშრომლობის ამბავი, ძალიან გამიკვირდა. ჩემმა მოსკოველმა კოლეგებმა პირდაპირ მკითხეს - რად უნდოდა ვაშაძეს ასეთი დისკრედიტებული პიარ-ჯგუფის აყვანაო! ხომ ფაქტია - ვაშაძემ ამ შკლიაროვის დაქირავებით აღიარა, რომ იმდენად ახლოს არის რუსეთის პოლიტელიტასთან, რომ მისთვის სულ ერთია, რაც იტყოდნენ მასზე!
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, თუნდაც მახინჯი კოჰაბიტაციით, თუნდაც არასწორი საკადრო პოლიტიკით, როდესაც რეგიონებში აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები დაწინაურდნენ... სწორედ ამიტომ ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რადგან მას ადგილებზე ხალხისთვის არაავტორიტეტული მმართველები უჭერდნენ მხარს! მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხმა გვერდზე უნდა გადადოს წყენა და არ უნდა დაუშვას „ნაცმოძრაობის“ რევანში! რაც უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი, მით ნაკლები შანსი დარჩებათ „ნაცებს“ რევანშისა და დესტაბილისაციისთვის!“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.