logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ყველა უსამართლოდ დაჩაგრულს გვერდით დაუდგება
- +

27 ნოემბერი. 2018. 22:02

 

შვიდწლიანი ტანჯვა-წამებისა და უბედურების შემდეგ, 2018 წლის 22 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და სააკაშვილის და მისი ხროვის მიერ 2007 წლის 7 ივლისს „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაპატიმრებული გიორგი აბდალაძე სამ ფოტოგრაფთან ერთად აბსოლუტურად ყველაფერში გაამართლეს!  - ამის შესახებ გიორგი აბდალაძემ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„შვიდი წელი გავიდა იმ საშინელებიდან, რაც ჩვენ დაგვმართეს... ვიტყვი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ჟურნალისტთა კორპუსის გამარჯვებაა, ვინც გვერდით დაგვიდგა და სააკაშვილის სიბინძურის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა! სამაგიეროდ, 2018 წლის 22 ნოემბერი არის ნაძირალების - სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას, ადეიშვილისა და ულვაშაძის დამარცხების დღე! დამპალი გრიგოლ ვაშაძე 20 წლით ციხეში გვიშვებდა და დღეს გაიძახის, ამ ხალხს არ ვიცნობდიო! იმის კაცობაც არ ყოფნის, გამოვიდეს და თითოეულ ჩვენგანს ბოდიში მოუხადოს! ნაძირალა სააკაშვილისა და მისი ხროვის ნაცვლად, დღეს ჩვენთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწია ბოდიშის მოხდა. მადლობელი ვარ პროკურატურის, რომელმაც პირობა მოგვცა, რომ გამოძიება გაგრძელდება და ბოლომდე მივა!

 

ჩვენს საქმეში ცრუმოწმეები იყვნენ: სააკაშვილი, მერაბიშვილი, უტიაშვილი, ხიზანიშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და ულვაშაძე! ახლა უნდათ, ისევ ძალაუფლება მიიღონ, რათა გაასმაგებული ძალით იბრძოლონ თავიანთი ბინძური ვნებების დასაკმაყოფილებლად. ერთი სული აქვთ, ხალხს ტყავს როდის გააძრობენ!

 

წარმოდგენა არ მქონდა, თუ ქალბატონი სალომე მოსვლას აპირებდა და რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა. მადლობა ქალბატონ სალომეს თანადგომისთვის... პრეზიდენტი ეგეთი უნდა იყოს და თითოეული იმ ადამიანის გვერდით უნდა დადგეს, ვინც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს!

 

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველა უსამართლოდ დაჩაგრულს გვერდით დაუდგება და სააკაშვილს პასუხისგება მოუწევს!“ - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner