logo_geo
eng_logo
ჯელალ ქიქავამ აჭარლები შეურაცხყო!
- +

10 დეკემბერი. 2018. 03:05

 

 

გაურკვეველი წარმოშობის ბათუმში ჩასახლებული ვინმე ჯელალ ქიქავა წლების განმავლობაში ბოდავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისმა ფავორიტმა გრიგოლ ვაშაძემ "გაასხა", მთლად ამოვარდა "ბათინკებიდან". 7 დეკემბერს ტვ "პირველის" ეთერში მან შეურაცხყოფა მიაყენა აჭარლებს და საქართველოს ისტორიაში გამოამჟღავნა უვიცობა:

ჯელალ ქიქავა: "300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს, იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან".

ესე იგი, კრეტინმა ჯელალმა თქვა, როცა აჭარლებს ყივჩაღები აუპატიურებდნენ, მაშინ გარეთ არ გამოდიოდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იმ დონემდე მიიყვანა, ახლა გამოდიანო. რაც შეეხება კონკრეტულად ყივჩაღებს, თუ ისტორიას ზერელედ მაინც გადავიკითხავთ, მივხვდებით, რომ ამ ტომებს საქართველოს წინააღმდეგ არასოდეს უომიათ. მეტიც, დავით აღმაშენებელის  ცოლი გახლდათ ყივჩაღთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი და როდესაც 40 ათასი ყივჩაღი საქართველოში ჩამოასახლა, ისინი ქვეყნის გასაძლიერებლად გამოიყენა.

*

ყივჩაყები, ასევე ყივჩაღები — თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში (რუსეთში „პოლოვცებს“ უწოდებენ, ხოლო ევროპაში — „კუმანებს“). პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმოსავლეთით ჰქონდათ, XI საუკუნეში შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი.

XI საუკუნეში პირველყოფილი თემური წყობილება დაიშალა და ფეოდალური საზოგადოება ჩამოყალიბდა. ფეოდალურ ზედაფენას ბაებს უწოდებდნენ. ცხოვრობდნენ ოჯახებად. ოჯახები ერთიანდებოდნენ გვარებად. გვარები ურდოებად, რომელთაც სულთნები ედგნენ სათავეში. რამდენიმე ურდო ქმნიდა ტომს, რომელსაც ხანი მართავდა. ჰყავდათ ცხენოსანი ჯარი. ლაშქრობებში ქალებიც მონაწილეობდნენ. ყივჩაყებმა გაილაშქრეს რუსეთზე (1068, 1092, 1093, 1096), უნგრეთზე (1070, 1091, 1094), ბიზანტიაზე (1087, 1095). მშვიდობიანობის დროს რუსი მთავრები უნათესავდებოდნენ ყივჩაყ მთავრებს. რუსეთის ბრძოლა ყივჩაყებთან დამთავრდა მათი დიდი ნაწილის განადგურებით (1103-1116). ამის შემდეგ დონის ნაპირებზე დარჩა მხოლოდ სარჩაქ-ხანის პატარა ურდო, რომელსაც მისი ძმა ათრაქა მართავდა. დავით აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა ცოლად შეირთო ყივჩაყთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

XII საუკუნის 80-იან წლებში ყივჩაყები მომძლავრდნენ და რუსეთს შეუტიეს, მაგრამ რუსეთის მთავრების ლაშქრისგან, ხოლო 1223 წელს კალკასთან ბრძოლაში მონღოლებისაგან განცდილი მარცხის (რუსებთან ერთად) შემდეგ დაკარგეს ძალა და გავლენა. ყივჩაყების ნაწილი უნგრეთში გადასახლდა, სხვები ოქროს ურდოს შემადგენლობაში გაითქვიფნენ. რუსების ბრძოლას ყივჩაყებთან აღწერს „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.

*

აი, ასეთია "განათლებული" "ნაციონალების" ტაქტიკა, ლაპარაკობენ და თავები მოაქვთ კიტრებად მაშინ, როცა აზრზე არ არიან. სხვა საკითხია, რომ შეურაცხყოფენ და ლანძღავენ თანამემამულეებს. ნათქვამია, გიჟი თავისუფალიაო, მაგრამ ის თავისუფალი გიჟი ტელევიზორში არ უნდა ლაპარაკობდეს და თავი კაცად არ უნდა მოჰქონდეს!!!

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner