ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის А320-ის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
მისი ინფორმაციით, გაუჩინარებული ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.
ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.
თვითმფრინავი А320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა. ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა.