„ეჭვი არ მეპარება, რომ ზვიადის გარემოცვა შევარდნაძის ხუნტამ დააშინა! მათ უთხრეს - ან იტყვით, ზვიადმა თავი მოიკლაო, ანდა დედაბუდიანად ამოგწყვეტთო“, - ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განათლების მინიტრმა, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ძლიან დიდი სირცხვილია, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟებს შიმშილობა დასჭირდათ ზვიადის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით! ცოტნემ და კონსტანტინემ მარტოებმა არ უნდა იშიმშილონ, მათ ყველა პატრიოტი უნდა შეუერთდეს, ვინც თავს ზვიად გამსახურდიას მომხრედ და თანამოაზრედ მიიჩნევს. ეს საპროტესტო შიმშილობა მასობრივი უნდა გახდეს. მე, 80 წელს გადაცილებული კაცი, მიუხედავად იმისა, რომ გულზე ახალი ნაოპერაციები ვარ, თუ საქმეს დასჭირდა, ამ პროტესტს პირადად შევუერთდები!
პირველი პრეზიდენტის მკვლელობა დღემდე რომ გამოუძიებელია, ეს ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ ანტიეროვნულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!
როდესაც ზვიადის სიკვდილის ამბავი შევიტყვე, ბათუმში ვიყავი და მწარედ ავქვითინდი. რამდენიმე დღეში ბათუმში ჩამოსულ ზვიადის დაცვის წევრებს პირადად შევხვდი და ყველაფერი გამოვკითხე. თუმცა, ისინი ჯიქურ იძახდნენ - პრეზიდენტმა თავი მოიკლაო!
ზვიადს როცა ძალიან უჭირდა, სწორედ მაშინ ხდებოდა ძლიერი და საბრძოლოდ შემართული! მე კარგად ვიცნობ იარაღს და აბსურდია, ზვიადს „სტეჩკინის“ ტიპის რევოლვერით თავი მოეკლა და ეს იარაღი გულზე დაედო. ზვიადი ჭეშმარიტი მორწმუნე იყო და თავს არ მოიკლავდა, მითუმეტეს, მძიმე საშობაო მარხვაში! ეს გესმით, რას ნიშნავს ჭეშმარიტი ღვთისმოსავისთვის?!
ეჭვი არ მეპარება, რომ ზვიადის გარემოცვა შევარდნაძის ხუნტამ დააშინა! მათ უთხრეს - ან იტყვით, ზვიადმა თავი მოიკლაო, ანდა დედაბუდიანად ამოგწყვეტთო!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.