logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში
- +

9 იანვარი. 2019. 20:22

 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში კომენტარს აკეთებს.

 

„ჩვენ, ბუნებრივია, მივესალმებით ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.

 

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე სრულად გავიზიარებთ“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner