logo_geo
eng_logo
რუსეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო თვითმფრინავსაც ჩამოაგდებენ
- +

11 იანვარი. 2019. 12:04

რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, ჩამოაგდებენ იმ სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავებსაც, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

საუბარია იმ ლაინერების შესახებ, რომლებიც არაასაფრენ ზონაში შევლენ და არსებობს საშიშროება, რომ მათი ავიაკატასტროფა ეკოლოგიურ საფრთხეს, ადამიანების მასობრივ სიკვდილს, ან სტრატეგიული ობიექტის განადგურებას გამოიწვევს.

 

ჩამოგდებამდე მფრინავებს გააფრთხილებენ და გადაწყვეტილებას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

 

რუსული სამხედრო უწყების განცხადებით, ასეთი წესი სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მათ შორის აშშ-შიც. ამ დროისთვის დოკუმენტი უწყებათაშორისი შეთანხმების ეტაპზეა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner