რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, ჩამოაგდებენ იმ სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავებსაც, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საუბარია იმ ლაინერების შესახებ, რომლებიც არაასაფრენ ზონაში შევლენ და არსებობს საშიშროება, რომ მათი ავიაკატასტროფა ეკოლოგიურ საფრთხეს, ადამიანების მასობრივ სიკვდილს, ან სტრატეგიული ობიექტის განადგურებას გამოიწვევს.
ჩამოგდებამდე მფრინავებს გააფრთხილებენ და გადაწყვეტილებას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.
რუსული სამხედრო უწყების განცხადებით, ასეთი წესი სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მათ შორის აშშ-შიც. ამ დროისთვის დოკუმენტი უწყებათაშორისი შეთანხმების ეტაპზეა.