თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.