logo_geo
eng_logo
თბილისში სავარაუდოდ, გრიპის გართულებით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
- +

11 იანვარი. 2019. 16:59

 

თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ,  გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული.

 

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner