logo_geo
eng_logo
ნიგერიაში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა
- +

12 იანვარი. 2019. 17:40

ნიგერიაში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. Deutsche Welle-ის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან თითქმის ყველას მძიმე დამწვრობები აღენიშნება.

 

ინციდენტი 11 დეკემბერს, ნიგერიის სამხრეთ ნაწილში არსებულ სანაპიროსთან ახლოს მოხდა. ნავთობმზიდზე მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. თუმცა ადგილობრივ მედიაში იუწყებიან, რომ ტრაგედია ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ნავთობის დაგროვებამ გამოიწვია.

ნიგერიაში მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 1998 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაზსადენი მილის აფეთქების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner