logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი სასანქციო სიაში შეიყვანა
- +

21 იანვარი. 2019. 18:48

 

 

ევროკავშირმა „სკრიპალების საქმესთან“ დაკავშირებით, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და კიდევ 2 თანამშრომელი (სავარაუდოდ, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი) სასანქციო სიაში შეიყვანა. ბრიუსელი მათ მომწამლავი ნერვულ-პარალიტიკური საშუალების შენახვა-ტრანსპორტირება-გამოყენებაში ადანაშაულებს.

 

საუბარია 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

 

სანქციების გამო, შეზღუდვები დაუწესდება ასევე სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სირიაში და მასში დასაქმებულ ხუთ პირს.

 

სანქციების ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება და ფინანსურ აქტივებზე წვდომა ეზღუდებათ.

 

მოსკოვი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner