logo_geo
eng_logo
ჟან კლოდ იუნკერი: საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს
- +

23 იანვარი. 2019. 01:12

 

 

„ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფები. მსურს, სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა. ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

 

ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს დაჩქარებული ტემპებით. მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება. ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს.

 

ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან, კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და მტკიცედ გვაქვს განზრახული, გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე. ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია“, – განაცხადა იუნკერმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner