საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს დღეს პირველად შეხვდება. ამის შესახებ NATO-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა გაიმართება ასევე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთანაც.
„პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 22 იანვარს ესტუმრა.