ვენესუელაში ანტისამთავრობო მანიფესტაციების მსვლელობისას სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „El Pitazo“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა.
გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.
ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.