logo_geo
eng_logo
ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
- +

24 იანვარი. 2019. 11:37

 

ვენესუელაში ანტისამთავრობო მანიფესტაციების მსვლელობისას სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „El Pitazo“ ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა.

 

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

 

ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner