logo_geo
eng_logo
რუსეთმა ნიკოლას მადურო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა
- +

24 იანვარი. 2019. 14:11

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობა აღიარა. რუსმა დიპლომატებმა მადუროს მოწინაღმდეგეებს მიმართეს და მოუწოდეს, რომ „სხვის თამაშში არ იქცნენ პაიკებად“.

 

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა,  საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილიმ,  ეკვადორმა.

 

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner