მალაიზიის მე-16 მეფედ სულთანი აბდულა სულთან აჰმად შაჰი გახდა. ქვეყნის მონარქად ის მალაიზიის მმართველთა საბჭომ აირჩია. ამის შესახებ „Euronews“ იუწყება.
ქვეყნის კონსტიტუციით, მეფეს ყოველ 5 წელიწადში ირჩევენ. არჩევანს საბჭო 9 შტატის მმართველ სულთნებს შორის აკეთებს.
მალაიზიის მე-15 მეფემ 6 იანვარს ტახტზე მოულოდნელად უარი თქვა. მიზეზად მან მშობლიურ შტატში მუდმივად ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.
გადადგომამდე ყოფილი მონარქი რუს მოდელ ოქსანა ვოევოდინაზე დაქორწინდა.
რაც შეეხება ქვეყნის ახალ მონარქს, 59 წლის აბდულა ყოფილი სპორტსმენია. ის მალაიზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და FIFA-ს მმართველი საბჭოს წევრია.