აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი დააკავა. აშშ-ის პრეზიდენტის მოკავშირის და საპრეზიდენტო კამპანიის მრჩევლის დაკავება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში მოხდა.
როჯერ სტოუნს ბრალი შვიდ საქმეში აქვს წაყენებული, მათ შორისაა, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლა, ცრუ განცხადებები და მოწმის მოსყიდვა.
რობერტ მიულერი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის საქმეს იძიებს.
თავად დონალდ ტრამპი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.