კუბაზე ტორნადოს დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე პირი კი დაშავდა. ამის შესახებ „Reuters“ იუწყება.
80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა სტიქიამ ჰავანაში ელექტროგადამცემი ხაზები, ხეები და ავტომობილები დააზიანა. ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქ ჰავანას ცენტრალურ ნაწილშია, სადაც სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
სტიქიის შემდეგ ასობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ამასთან, სანაპიროზე არსებული დასახლებები ნაწილობრივ დატბორილია.