logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: იდენტიფიცირებულიც კი არ იყვნენ გარდაცვლილები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი გამოდიან და პოზიორობენ
- +

31 იანვარი. 2019. 21:33

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქეთევან წამებულის გამზირზე დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

 

„პირველ რიგში გამოვთქვამ მწუხარებას ,რომ ასეთი ტრაგედია მოხდა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ასეთ მძიმე ფაქტზე გამოდიან იმისთვის, რომ იკეკლუცონ და პოლიტიკური ქულები დაიწერონ - ეს არის ამორალური და ამაზრზენი“, -აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე .

 

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრაგედიის ადგილზე ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ, პოლიტიკური სპეკულაციის ნათელი მაგალით იყო.

 

„იდენტიფიცირებულიც კი არ იყვნენ გარდაცვლილები ,ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოდიან და პოზიორობენ. ირჩევენ მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, რათა მოხვდნენ ეკრანზე ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის კლასიკური მაგალით. იგივე ელისაშვილის, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული არიან პოზიორობას მძიმე შემთხვევების დროს, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად“ , -აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner