logo_geo
eng_logo
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
- +

1 თებერვალი. 2019. 11:54

 

„საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 88.58გრამი) გამოავლინეს.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner