ოპერისა და ბალეტის თეატრში გასამართ პრემიერამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა „radio1.ge" სთან - ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე, ისაუბრა მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ:
„ძალიან მომწონს ჩემი როლი, მე ვიქნები „ლეპოლდინი" ეს არის ღამის დარაჯი, ასე ვთქვათ ღამის დროის მაუწყებელი. ძალიან საინტერესო და ულამაზესი არია დაწერა ზაზამ და ამას მაყურებელი მოისმენს. ბენდიერი ვარ, რომ ეს როლი მე მერგო და დრამატურგიული სახეც ძალიან საინტერესოა. მიხარია, რომ საკუთარ თავს გამოვცდი, როგორც დრამის არტისტიც.
მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აერთიანებს ერთი ლამაზი სიტყვა, რომელსაც ნიჭი ქვია, ნიჭი რაშიც გარეულია, არ შეიძლება იმან არ გაიმარჯვოს და არ მოიგოს, მე ამაში ვარ დარწმუნებული", - აღნიშნა ნიკოლოზ ლაგვილავამ
შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური მედიამხარდამჭერია Reportiori.ge .
წყარო: radio1.ge