logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი: ფარული ჩანაწერების საქმეზე პრეზიდენტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან
- +

5 თებერვალი. 2019. 14:16

 

„ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან. ის არ მიესალმება ფარული ჩანაწერების გავრცელებას“, - ამის შესახებ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი თვალყურს ადევნებს ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხს.

 

„პრეზიდენტს აქვს მუდმივი კონსულტაცია შესაბამის სტრუქტურებთან და რა თქმა უნდა, თვალყურს ადევნებს ამ პროცესს. ის არ მიესალმება და არის წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის ყველა ის აქტივობა, რომელზეც ვსაუბრობთ. უპირობოდ უნდა იყოს ქვეყანაში დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, ასევე დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ღირსება. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგებით კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მიდის გამოძიება“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner