აშშ-რუსეთის სარაკეტო შეთანხმების გაწყვეტის ფონზე, უკრაინამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოება დაიწყოს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი „წლების განმავლობაში შეგნებულად არღვევდა შეთანხმების პირობებს, გამალებული შეიარაღება კი ლოგიკური გახდა“.
„რასაკვირველია, სხვა პარტნიორებიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამენ“, -აღნიშნა კლიმკინმა.
მისი თქმით, უკრაინას გააჩნია „შესაბამისი ინტელექტი და ქვეყნის უსაფრთხოების როგორი რაკეტები დაგვჭირდება, ამას გადავწყვეტთ“,- განმარტა უკრაინელმა მინისტრმა.
2 თებერვალს ვაშინგტონი საშუალო და ნაკლების სიშორის სარაკეტო შეთანხმებიდან გავიდა, საპასუხოდ მოსკოვმა იგივე ნაბიჯი გადადგა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაავალა ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს, რომ საკითხზე ვაშინგტონთან რაიმე სახის დიალოგის წარმართვის ინიცირება არ მოახდინონ.