კემეროვოს ოლქში „კამაზის“ ტიპის ავტობუსი ხრამში გადავარდა. ავტობუსში მეშახტეები იმყოფებოდნენ.
ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 16-მა მეშახტემ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, ისინი ჰოსპიტალიზებული არიან.
კემეროვოს ოლქის ჯანმრთელობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
საოლქო საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ავტობუსი 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.