ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვაქცინის 100 000 დოზა უკვე შემოსულია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით შეფერხდება, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არსებობს.
სერგეენკოს განცხადებით, წითელას გეგმური ვაქცინაციის ჩატარების მაჩვენებელი იზრდება.
„ვაქცინებზე შეფერხება არასდროს არ ყოფილა. ჩვენ წითელას ეპიდ-აფეთქებამდე ვაქცინის 150 000 დოზა გვქონდა. ვაქცინირებულია 65 000 ადამიანი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის. იქიდან გამომდინარე, ვაქცინირების ნაკადი მაღალია, რაც ძალიან კარგია, რადგან ადამიანები გეგმურ აცრას იკეთებენ, ჩვენ თავი დავიზღვიეთ, რომ თუნდაც რამდენიმესაათიანი შეფერხებაც არ ყოფილიყო. თურქეთიდან ეს ვაქცინა უკვე შემოსულია. მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით რამდენიმე საათით რომც შეფერხდეს, საკმარისი მარაგი, დაახლოებით, 70 000 დოზა ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.